17 ოქტომბერი, 2021

აკა მორჩილაძე დიმიტრი ყიფიანზე

მწერალი აკა მორჩილაძე ვერაგულად მოკლულ მთარგმნელსა და პუბლიცისტზე დიმიტრი ყიფიანზე წერს, ცხოვრება ისე გალია, ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვისო:

“მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს.

გადარეული ყოფილა, – რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.

დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის…”