16 სექტემბერი, 2021

უპასუხეთ ნიკოლოზ რაჭველს

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს გულწრფელად აინტერესებს – ილია ჭავჭავაძის ლექსი “ბედნიერი ერი” როდემდე უნდა იყოს აქტუალური:

“არ ვიცი რას შევეხო, რათა უკიდურესი სევდა და გულდაწყვეტა გამოვხატო, ნიკა კვარაცხელიას, ამ მართლაც უნიჭიერესი ახალგაზრდას მკვლელობას თან მისი მშობლის გამწარების თუ შურისძიებია მიზნით, მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდებას მეორე სართულის ვერანდიდან და მერე ამ მოვლენისადმი გადმომგდებთა უფროსობის რეაგირებას თუ იმას, რომ თურმე კვლავ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ და თან ისე დაუცველად, რომ ახლა თითქმის ნახევარ ქვეყანას შეუძლია შემოიჭვრიტოს ჩვენს საპირფარეშოებში…

ჰოდა, ჩვენო ილია მართალო, “ჩვენისთანა ბედნიერი” რომ დაგვიწერე, ვადა არ დააყოლე თუ როდემდე უნდა იყოს ლექსის შინაარსი აქტუალური? უვადოა?.. “ჩემო კარგო ქვეყანაც”? ანუ აწმყო არასდროს გვიწყალობებს? ეგეც უვადოა?..”