უნიჭიერესი მიხეილ ქვლივიძე

უნიჭიერესი მიხეილ ქვლივიძემიხეილ ქვლივიძის პოეზია განსაკუთრებული რომ არის, მისი ეს ლექსი დაგარწმუნებთ:

“არც მახსოვს, თუ ვიყავ ოდესმე მგოსანი,
გავყიდე კალამი, გავხდი ხელოსანი.
დიდ ქვაბში ჩავყარე ანბანი ქართული,
მოვხარშე წებო და გავხსენი ფარდული.
ვაწებებ ყველაფერს, ვაწებებ ყველაფერს,
გაბზარულ თეფშებს და გატეხილ ხელადებს,
ვაწებებ ფაიფურს, ბროლსა და ლითონს,
ბევრი მაქვს წებო და წებო ვარ თვითონ!
ვაწებებ დახეულ საბუთებს, მანდატებს,
გატეხილ პირობებს, დარღვეულ ადათებს,
გაბზარულ გულებს და დამსხვრეულ იმედებს,
ვამთელებ ყველაფერს, რაც თქვენ გაიმეტეთ.
რაც თქვენ არ დაინდეთ, გასწირეთ, ამხილეთ,
დაგლიჯეთ, დაწეწეთ, დახიეთ, დაფლითეთ…
ჰამლეტის არ იყოს – შესული ხანში,
ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს!”