9 სექტემბერი, 2021

უძლიერესი წამალი კოვიდისთვის ნუცა შანშიაშვილისგან

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ადამიანებს კოვიდის წინააღმდეგ არსებულ ყველაზე ძლიერ წამალს უზიარებს:

“ყველაზე ძლიერი წამალი კოვიდის წინააღმდეგ არის – სიყვარული!

სიყვარული ოღონდ არა დედა-შვილის, ცოლ-ქმრის ან ნაშური, ზოგადად სიყვარული, რომელიც წარმოადგენს უსასრულობის ენერგიას, თავისუფლების და შემქმნელის წყაროს!

მაშინ, როდესაც შეგიძლია მთელი გულით თანაუგრძნო სამყაროს, ადამიანებს, ბუნებას და თვით შემქმნელს, სწორედ მაშინ, შენ სხეულში შემოდის უსაზღვროდ დიდი ენერგია!

სინათლის ენერგია, რომლის მიმართ უძლურია ყოველივე ნეგატიური ძალა და ასევე დაავადება!

ისწავლე მედიტაცია, რომელშიც მოიძიებ უამრავ პასუხს დაკარგულ კითხვებზე და დაუკავშირდები საკუთარი შემეცნების მეშვეობით პირდაპირ შემქმნელის სამყაროს!”