25 სექტემბერი, 2021

შესანიშნავი გურამ პეტრიაშვილი

გურამ პეტრიაშვილი მკითხველისთვის არაჩვეულებრივი ზღაპრებითა და ლიტერატურული ტექსტებით არის ცნობილი. ცოტამ თუ იცის, რომ შემოქმედი შესანიშნავ ლექსებსაც წერს.

“ჰარალალე” – ასე ჰქვია მის ლექსს, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ:

“ფარღალალა ქოხის პატრონს
ჰარალალე ერქვა
და ცხოვრების საყვედური
არასოდეს ეთქვა.
მეფისთვის თუ მათხოვრისთვის
კოცნა ჰქონდა ძმური.
არასოდეს არავისი
არა ჰქონდა შური.
ისე, როგორც საკუთარი
სწყინდა სხვისი წყენა.
და უზომოდ ახარებდა
სხვისი აღმაფრენა.
დასცინოდნენ ნაცნობები
რა გახარებს, ბრიყვო?!
ის კი მათ ყურს არ უდგებდა
ბედნიერი იყო!”