3 სექტემბერი, 2021

საუკეთესო გაკვეთილი შალვა ამონაშვილისგან

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუკეთესო გაკვეთილს საკუთარი ცხოვრებიდან გვიზიარებს:

“გვიან მივხვდი, რომ მტრები არ არსებობენ საერთოდ, გვიან მივხვდი…

მეც ისე ვეჩხუბებოდი ყველას, როგორც მეჩხუბებოდნენ, ისევე ვლანძღავდი, როგორც მლანძღავდნენ.

გვიან მივხვდი, რომ ეს მტრები კი არ არიან, შენი მასწავლებლები არიან; ფეხი რომ დაგიდო,იმას კი უნდა რომ ცხვირ-პირი დაიმტვრიო, მაგრამ შენ რომ წაიქეცი, გაკვეთილი გამოიტანე აქედან: სხვა დროს როგორ გაიარო, ვის შეეხო, ვის არ შეეხო, ვის გვერდი აუქციო – გაკვეთილი გამოიტანე!

რაც კი გხვდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანი და ყველა ქვა, ფეხწამოსაკრავი, შენი მასწავლებელია.”