7 სექტემბერი, 2021

სასიხარულო ინფორმაცია ზურა დოიჯაშვილზე

მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს მისი კოლეგა, ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე:

“გილოცავ, ჩემო ზურა, და ყველას ვულოცავ, ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს!

საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!

მადლობა საკრებულოს ყველა წევრს, ვინც დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას!”