21 სექტემბერი, 2021

ყველაზე ძვირფასი ფრაზა გია მურღულიასგან

ფილოლოგი გია მურღულია გვიზიარებს ყველაზე ძვირფას ფრაზას, რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო:

“ხანდახან კი უნდა გაიხსენო ფრაზა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის: “ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა.”

ეს სიტყვები, ასე ერთად ნათქვამი, რომლებითაც შუმერები მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს სიყვარულს უხსნიდნენ, ვინ იცის, რამდენი ხანია, არავის წარმოუთქვამს, მაგრამ ეს რას ცვლის? – რაც მშვენიერია, ისე არასდროს კვდება, ერთ კარგ დღეს რომ არ გაცოცხლდეს.

არ ვიცი, როგორ ჟღერდა ეს ფრაზა შუმერულად, მაგრამ ქართულადაც სრულყოფილებამდე მისული ჰარმონიით მოსასმენია.

თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მათ შორის არასდროს არის მხოლოდ ცარიელი სივრცე – ამ სიცარიელიდან ღმერთის ახლო ნაბიჯების მსუბუქი ხმა ისმის.”