პაატა ნაცვლიშვილის უარი ილია ჭავჭავაძის პრემიაზე

პაატა ნაცვლიშვილის უარი ილია ჭავჭავაძის პრემიაზეჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა უარი განაცხადა პრემიაზე, რომელიც მას ილია ჭავჭავაძის პრემია “საგურამო 2021”-ის ჟიურიმ მიანიჭა კრიტიკასა და პუბლიცისტიკაში:

“რაკი ჩემი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავიგე, ვინ და როდის წარმადგინა საგურამოს პრემიაზე, ან კონკრეტულად რაში, რა დამსახურებისათვის მომანიჭეს იგი ასეთი სახით, იძულებული ვარ, უარი ვთქვა ამ პატივზე.

ამავე დროს გულწრფელად ვულოცავ საგურამოს პრემიის ყველა წლევანდელ ლაურეატს.”