21 სექტემბერი, 2021

ნანი ბრეგვაძის უდიდესი სიხარული

ქართული ესტრადის დედოფალს ნანი ბრეგვაძეს უდიდესი სიხარული ეწვია – შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ შვილთაშვილი აჩუქა.

ნატალიამ ბიჭი გააჩინა და დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. პატარას მშობლებმა სანდრო დაარქვეს.