7 სექტემბერი, 2021

მონიკა ბელუჩის საუკეთესო რჩევა ქალებს

იტალიელი მსახიობისა და მოდელის მონიკა ბელუჩის სილამაზით მოხიბლული არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.

ულამაზეს ხელოვანს წლების მატება სულაც არ აშინებს და ქალბატონებს საუკეთესო რჩევას უზიარებს:

“დამიჯერეთ, წლები არაფერია. პირველი შვილი რომ გავაჩინე 40 წლის ვიყავი, მეორეზე – 45-ის. “ჯეიმს ბონდში” 50 წლისამ ვითამაშე და არაფრის გულისთვის არ მსურდა, ისევ 20 წლის ვყოფილიყავი.

კი, ახალგაზრდობაში გაქვს საოცარი სილამაზე, როგორც ფრანგები იტყვიან ეშმაკის სილამაზე – სილამაზე, რომელსაც ვერ აცნობიერებ, მაგრამ როცა 50 წლის ხარ, შენში იბადება სულ სხვა სილამაზე და ის საოცარ ძალას გმატებს. დამიჯერეთ, ეს ძალა საერთოდ არ არის დამოკიდებული გარეგან სილამაზეზე.

ამიტომაც დატკბით ცხოვრებით, თითოეული წუთით და წამით და დაიჯერეთ, რომ სამყარო მშვენიერია.”

56 წლის მონიკა ბელუჩი 16 წლის შვილთან – დევა კასელთან ერთად