26 სექტემბერი, 2021

მისაბაძი მიხეილ ქვლივიძე

პოეზიის მოყვარულებს მიაჩნიათ, რომ პოეტ მიხეილ ქვლივიძის შემოქმედებას ბევრზე ბევრი მკითხველი უნდა ჰყავდეს, რადგან თავისი სიალალით, გულწრფელობით და მართალი სიტყვით შემოქმედი ამას ნამდვილად იმსახურებს:

“ყველა თავისკენ ეწევა საბანს
და მე ტერფები მიჩანს ტიტველი,
მაგრამ რაკიღა არ ვიმჩნევ ამას,
კეთილმოწყობილ კაცად ვითვლები
და ვცხოვრობ ისე, ვითომც არაფრით
მართლა არ ვიყო სხვებზე ნაკლები,
თან გულში ვფიქრობ: ერთი მაგათი
დედაც, მამაც და ყველა კარგებიც!”