23 სექტემბერი, 2021

მისაბაძი დოდო აბაშიძე

მსახიობი დოდო აბაშიძე თავისი სიალალით და გულმოწყალებით კარგად იყო ცნობილი. მისი ნაცნობები ხშირად ყვებოდნენ ისტორიებს, რომ ხელოვანი სრულიად უცხო ადამიანებს ეხმარებოდა.

ერთ-ერთი ასეთი ისტორია თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმაც გაიხსენა:

“ერთხელ დოდო აბაშიძემ თვითონ მოიყვანა ერთი კაი ბიჭი ჩემთან, ერთ ვაკანსიაზე დასანიშნად.

ის ბიჭი გარეთ იცდიდა. რა ჰქვია-მეთქი, დოდოს რომ ვკითხე, რა ვიცი ახლა მეო, გავარდა გარეთ და თვითონ შემოიყვანა სიცილ-სიცილით. მართლაც კაი ბიჭი გამოდგა…”