ლაშა ღლონტი გოგი დოლიძეზე

ლაშა ღლონტი გოგი დოლიძეზემომღერალი ლაშა ღლონტი თავის უფროს კოლეგას გოგი დოლიძეს იხსენებს და მას გამორჩეულ მომღერალს უწოდებს:

“დღეს დაიბადა ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი მომღერალი გოგი დოლიძე!

ყოველთვის მითქვამს და ვიტყვი: ხანდახან, როცა ,,გამეხსნება”, კარგად ვიმღერებ და თავი მომღერალი მგონია, ვუსმენ გოგის და ვხვდები, რომ საერთოდ არაფერს არ წარმოვადგენ. და ეს სხვაობა რაც წლები გადის კი არ იკლებს, არამედ იმატებს. ასეა ეს.

დღეს რომ გოგი ცოცხალი ყოფილიყო… სულ სხვანაირი საქართველო იქნებოდა…

გოგის სიმღერის მანერა და ზოგადად ქართული ქალაქური სიმღერა, როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მუსიკალურ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს!”