2 სექტემბერი, 2021

ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრები აღარ გამოიფინება

ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრები მუდმივმოქმედ ექსპოზიციას აღარ დაუბრუნდება – ამ განცხადების ავტორია გვერდი “ხელოვნების მუზეუმისთვის”, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად შეიქმნა:

“2011 წლიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში 356 ქართველი და უცხოელი ავტორის 94 გამოფენა გაიმართა.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულ გალერეაში გამოიფინა ევროპული მუზეუმის ისეთი ავტორები, როგორებიცაა: სანდრო ბოტიჩელი, ტიციან ვეჩელიო, მიქელანჯელო ბიუნაროტი, რაფაელ სანციო, ლორენცო ბერნინი, ჯორჯო დე კირიკო, მიქელანჯელო პისტოლეტო…

მუდმივმოქმედი გამოფენა ჩამოხსნილია. ეროვნული გალერეის დარბაზების განახლების შემდეგ დაბრუნდება მხოლოდ ფიროსმანაშვილის ექსპოზიცია.

წულუკიანის გადაწყვეტილებით, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრები მუდმივმოქმედ ექსპოზიციას აღარ დაუბრუნდება.

ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრები გადატანილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ავარიულ შენობაში.

წულუკიანის გადაწყვეტილებით, მოიშალა თანამედროვე ქართული მხატვრობის სამუზეუმო კოლექციის ერთადერთი მუდმივმოქმედი გამოფენა.”