3 სექტემბერი, 2021

ხშირად საკითხავი მაყვალა მრევლიშვილისგან

პოეტი მაყვალა მრევლიშვილი თითოეულ ლექსში მთავარ სათქმელს მარტივად გვაზიარებს, ამიტომაც მისი შემოქმედება ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს:

თუ კარგად დავუკვირდებით, საბავშვო ლექსი “ტოროლა და ოლოლი” ჩვენი ისტორიის ადაპტირებული ვერსიაა, სადაც ჩვენი მთავარი პრობლემა იდეალურად არის წარმოჩენილი.

“ტოროლა და ოლოლი
მიდიოდნენ ორ-ორი.
მწყერმა უთხრა ყუტყუტით:
სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!
ერკემალი გაწყრა:
გაიარონ ცხრა-ცხრამ!
თხა კი წვერის ცანცარით
ურჩევს: წადით ცალ-ცალი!
გაწიწმატდა ტოროლა:
ნუღარ ვივლით ორ-ორად!
გაიარეს ცალ-ცალად,
ტურამ წააცალცალა!”