5 სექტემბერი, 2021

ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 78-ედ იმართება და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. მათ შორისაა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

ხატია კინოფესტივალზე არმანის მაკიაჟითა და ვარცხნილობით, ულამაზესი შავი კაბითა და კარტიეს სამკაულით გამოცხადდა. პიანისტი კარტიეს სარეკლამო სახეა. ხატია მაშინვე ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოექცა.