8 სექტემბერი, 2021

იცით, ვინ გადაარჩინა მეტეხის ტაძარი დანგრევას?

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ძველი თბილისის სიამაყეს – მეტეხის ტაძარს დანგრევას უპირებდნენ. მისი დანგრევა კი არც მეტი, არც ნაკლები ლავრენტი ბერიას სურდა.

ირაკლი მენაბდე:

“1937 წელს ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით, მეტეხის ტაძარი უნდა დაენგრიათ და მის ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლი დაედგათ.

გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ქართველების გარკვეული ნაწილი, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე, რომლებიც იმავე წელს სხვადასხვა ოფიციალური მიზეზებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.”