2 სექტემბერი, 2021

ის, რაც ნიკოლოზ ბარათაშვილზე უნდა ვიცოდეთ

პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მოახერხა და ქართველების სამუდამო სიყვარული დაიმსახურა.

მომღერალი საბა საფარელი ტატოსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან ფაქტებს შეგვახსენებს, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ:

“ცოტა რამ ნიკოლოზ ბარათაშვილზე

ნიკოლოზის ნამდვილი ფოტო არ არსებობს, მიახლოებულიც კი, მისი უკანასკნელი ფოტო ხანძარს ემსხვერპლა.

ის საზოგადოებას ილია ჭავჭამაძემ გააცნო და რომ არა ილია, მას დავკარგავდით.

სიცოცხლეში ის ვერავინ შეამჩნია, ვერც მისმა ბიძამ – გრიგოლ ორბელიანმა, რომელსაც მან “მერანი” აჩვენა.

მან უამრავი ასლი გააკეთა საკუთარი ლექსებისა და სხვადასხვა ადამიანს გადასცა.

იგი მუშაობდა და მისი ხელფასი 5 მანეთს არ აღემატებოდა.

მის დასაფლავებაზე არავინ ყოფილა.

2004 წელს ქართველებმა იგი 50 გამოჩენილ ქართველში არ შეიყვანეს (ეს საქართველოა).

სამჯერ დაკრძალეს – ჯერ განჯაში, მეგობრის – ლევან მელიქიშვილის პატრონობით დედისგან დაუტირებლად. როგორც გადმოგვცემენ, უსახსრობის გამო ვერ წასულა დედა. ერთი წლის მერე ჩასულან დედა და და… შემდეგ ილიას თაოსნობით გადმოუსვენებიათ ჯერ დიდუბის და შემდეგ მესამედ – მთაწმინდის პანთეონებში…

ძალიან დიდი იყო ტატო, თითქმის არაამქვეყნიური აზროვნებით გაუსწრო ეპოქებს და რა გასაკვირია, რომ 2004-ში ის უგნურნი ვერ ასწვდნენ მას… თავისი ლაღი მერანით რამდენ ჟამს ჩაუქროლებს კიდევ…”