“ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა

"ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური პროექტი „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს მერვედ გაიმართა.

პროექტის ფარგლებში შედგა „ეროვნული იმპერატივის“ შვილობილი ორგანიზაციის „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიით დაჯილდოების ცერემონია.

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით – საზოგადოების განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, ფონდის პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს დაჯილდოევდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი მირიან ხოსიტაშვილი, რომელმაც სამადლობელ სიტყვაში განაცხადა, რომ ეს პრემია ბიბლიოთეკის თითოეული წევრის საკუთრებაა და ეროვნული ბიბლიოთეკისათვის დიდი პატივია ილიას სახელობის ჯილდოს ფლობა.

წლევანდელ ლაურეატს, პრემიის საბჭოს წევრებსა და ფონდის დაფუძნებლებს ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მეღვინეობის კომპანია „შუმმა“, რომელიც მეორე წელია დაჯილდოების ღონისძიების პარტნიორია.

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ მომავალ წელს, ისევ 12 სექტემბერს უკვე მეექვსედ გაიცემა.