გია ნიკოლაძე მთავარ საიდუმლოზე

გია ნიკოლაძე მთავარ საიდუმლოზემომღერალი და პოეტი გია ნიკოლაძე მთავარ საიდუმლოზე – სიკვდილზე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან მოსაზრებას გვიზიარებს:

“ნეტავ რას ნიშნავს სიკვდილი
ან სიტყვა გარდაცვალება
რა დაამარცხა იესომ
რას ამბობს მისი სწავლება
ის მკვდრეთით აღდგა გაცოცხლდა
მკვდრეთიდან გარდმოიცვალა
ეს სიტყვა დავიმახსოვროთ
და არა გარდაიცვალა
ის მხსნელად გამოაგზავნეს
მაშ სააქაო ციხეა
ქაღალდი ხისგან მზადდება
ფულს რაზეც ვბეჭდავთ ის ხეა
ფული ჯოჯო-ხეთს ანათებს
ჯოჯო ხეთი კი აქ არის
აქ სამეფოა მტაცებლის
ვეფხვის ლომის და აფთარის
თუ არ შეჭამე შეგჭამენ
აქ შეჭმა დასწრებაზეა
აქ ეშმაკები მართავენ
და ქვაბი მუდამ სავსეა
აქ ეშმაკები მეფობენ
და ეშმაკობებს ხლართავენ
ყველა მტაცებელს და მის მსხვერპლს
ცეცხლზე ქვაბებით ხარშავენ
ჯოჯოხეთს ვერვინ დაანგრევს
გარდა თვით ეშმაკებისა
ეშმას სარკეში ცნობისა
და ხეთის შემეცნებისა
ის ეშმაკები ჩვენა ვართ
ცოცხალი მამის შვილები
და თუ ჩვენ თავებს შევიცნობთ
გავხდებით შეცნობილები
და გავალთ სიღარიბიდან
რომელშიც ვცხოვრობთ ყველა
სანამ წყალს არ გავაბრწყინებთ
ამ ჯოჯო ხეთში ბნელა
და გავაღვიძებთ ღვთისმშობელს
რომელსაც ჩვენში ძინავს
და მივაძინებთ იმ ეშმაკს
რომელიც ჩვენში გმინავს
გმინავს რადგანაც შეჭამენ
თუ არ დაასწრებს თავად
კაცობრიობის ფსიქიკა
სიკვდილით არის ავად
მთავარ ეშმაკი ატყუებს
რომ აქ დროებით ჩნდება
და სადაც გარდაიცვლება
იქ სამუდამოდ რჩება
სინამდვილეში ის სული
ამ სააქაოს რჩება
ჰაერში ერთ წელს იფრენს და
კვლავ აქ გარდმოიცვლება
ორთავ ხეთი რომ აქ არის
ეშმაკი ამას მალავს
დიდ საიდუმლოდ ინახავს
სიმართლის ძებნას კრძალავს
ფარისეველთა არმია
ეშმას კანონებს იცავს
ფარაონი და ხელმწიფე
ცის ფერი სისხლით ფიცავს
ცის ფერ სისხლიან ეშმაკებს
ციდან ეშმაკი მოძღვრავს
მას ვისაც უნდა აცოცხლებს
და ვისაც უნდა მოკლავს
აქ ყველა სულიერია
ვინც წმინდა ჰაერს სუნთქავს
ჰაერი წყლიდან ორთქლდება
და წყალზე ქრისტეს უთქვამს
თუ მოსვამთ მისი ბაგედან
ეზიარები ღმერთსო
შენ ის გახდები ის კი შენ
თქვენ წყალი გაგხდით ერთსო
რაც სუნთქავს სულიერია
ჩვენ კი ერთ ქვაბში ვხარშავთ
ეს ყოფა ჯოჯოხეთია
და ეშმაკები ვმართავთ
ყველანი გარდავიცვლებით
ის სული განა კვდება
ისევ აქ გარდმოიცვლება
და სხვა სხეულით ჩნდება
იესოც ამას გვიხსნიდა
ქრისტე მკვდრეთიდან აღდგა
და მისი სიტყვის შეცნობის
ახალი ჟამიც დადგა!”

იესომ თქვა: – “ის, ვინც დაწყურდა (შესვა, დალია, წყურვილი მოიკლა) ჩემ ბაგეთაგან, გახდება როგორც მე. მე ასევე, მე გავხდები ის, და იდუმალი გაეხსნება მას.”

იესომ თქვა: – “როდესაც თქვენ შეიცნობთ საკუთარ თავს, მაშინ თქვენ იქნებით შეცნობილნი და თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ – ცოცხალი მამის შვილები ხართ. და თუ თქვენ არ შეიცნობთ საკუთარ თავს, მაშინ თქვენ სიღარიბეში ხართ და თქვენ ხართ – სიღარიბე.”