8 სექტემბერი, 2021

ძალიან ნიჭიერი დათო ევგენიძე

პოეტი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე საქართველოზე – საყვარელ სამშობლოზე ძალიან ლამაზ ლექსს გვიზიარებს:

“საქართველო
არის შოთა…
არის –
ხასანბეგურა…
მთელ სამყაროს გადაარჩენს
პაწაწინა ბეღურა….
საქართველო არის ვაჟა…
დავითი და თამარი –
არავის ჰყავს ქალი მეფე –
მეფე ცხრა მზის სადარი…
საქართველო ვენახია…
აკაკი და ილია…
საქართველო არის გალა –
ღმერთო რა დროს ძილია…
ჩვენ ვართ ჩვენი
დედა ენა –
ვინც თითს გვიქნევს
ვახსენებთ…
აი ია…
აი თითი –
თითს –
ჩვენ თვითონ გაჩვენებთ…
საქართველო არის რწმენა
საქართველო ჯვარია…
მიყვარს ჩემი საქართველო
მიყვარს და მიხარია…”