13 სექტემბერი, 2021

ძალიან კარგი სიახლე გურამ ქართველიშვილისგან

საგანმანათლებლო სერიების “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი გურამ ქართველიშვილი ძალიან კარგ სიახლეს გვიზიარებს:

“მალე!

1598 წელს სვიმონ პირველმა და მისმა მოკავშირე შაჰ-აბასმა ომი განაახლეს ოსმალეთის იმპერიასთან. ამის კვალდაკვალ, 1599 წელს სვიმონ მეფემ გორის ციხე გამოგლიჯა ხელიდან ოსმალებს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო ოსმალთა ბატონობის სიმტკიცისთვის ამიერკავკასიაში.

,,გააგრძელე საქართველოს ისტორიას” ახალ სერიებში, რომლებსაც სექტემბრიდან შემოგთავაზებთ, სიღრმისეულად იქნება წარმოდგენილი შაჰ-აბასის ზეობა, იმ დროის მსოფლიო პროცესები და საქართველო.

უნდა გახაროთ, რომ ამ პროექტზე უკვე მუშაობენ სტუდია ,,დესპანის” ანიმატორები და გრაფიკოსები. ვიღებთ იმ ადგილებს, სადაც ხდებოდა დიდი ისტორიული ქარტეხილები. პროექტი მთლიანად არსებობს მხოლოდ შემოწირულობებით. გმადლობთ, მესვეურებო, ერთგულებისთვის.”