27 სექტემბერი, 2021

დათო ევგენიძე ირაკლი ჩარკვიანზე

კომპოზიტორი დათო ევგენიძე მომღერალს ირაკლი ჩარკვიანს განსაკუთრებულ ლექსს უძღვნის:

“მახსოვს –
ერთად დავლიეთ და
დავთვერით და მთვარეც დათვრა…
მერე დაკვრა მოგვინდა და
მოგვიწია ფეხით დაკვრა…
მთაწმინდიდან პეკინამდე
ვაკეთებდით რითმულ ჩაკრას –
მორზეს ენით ვი-tap dance-თ
ვთქვით რა გვინდა
ჩვენ დღეს აქ რა…
გადავწყვიტეთ წელს ზაფხულში
არჩევანი არის გაგრა…
მერე ღამე მოვიპარეთ –
სხვებს ეგონათ მთვარე გაქრა…
ირა როგორ მომენატრა
შენთან ერთად ცაზე გაკვრა…”