ვახტანგ ჯავახაძის ძალიან კარგი ლექსი

ვახტანგ ჯავახაძის ძალიან კარგი ლექსიპოეტ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებიდან რთულია ამოარჩიო ერთი განსაკუთრებული ლექსი, რადგან უმრავლესობა ძალიან კარგია.

“არტ ინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია:

“ბევრია,
მაგრამ დედამიწაზე
ისე არა ჩანს ძვირფასი კაცი, –
როგორც არა ჩანს ტილო ძვირფასი,
თუ არ იპოვნი საჭირო მანძილს.
თუ არ იპოვნი საჭირო მანძილს,
თუ არ იპოვნი საჭირო წერტილს,
ქვეყნად ყველაზე ძვირფასი კაცი
შეუცნობელი დარჩება შენთვის.
ჩვენ კი ცხოვრება,
მკაცრი ზვირთივით,
ხელიდან გვტაცებს სურვილის ღუზებს,
ზოგჯერ ძალიან ახლოს მივდივართ,
ზოგჯერ ძალიან შორიდან ვუმზერთ;
ველტვით ოცნებებს ათასნაირებს,
მაგრამ ოცნებაც მკაცრი ზვირთია,
…მატარებლიდან როგორ გაიგებ:
შენ მიდიხარ თუ
სხვები მიდიან?!”