27 აგვისტო, 2021

უნიჭიერესი საშა გველესიანი

მსახიობი და პოეტი საშა გველესიანი თავის შემოქმედებას ათასობით გულშემატკივარს უზიარებს.

“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს გთავაზობთ:

“სიცოცხლეს მაინც ვერაფერს ვმატებ,
სიკვდილსაც, მგონი ფეხზე ვკიდივარ,
მაინც ვცოცხლობ და მაინც ვაკეთებ,
ბოლო ვიცი და მაინც მივდივარ.
გულიც გადასცდა უკვე ნაპირებს,
ვეღარ გავიგე ვინ რას აპირებს
და მეშინია რომ არ გათენდეს,
დაასხი, მაგის დედაც ვატირე!”