3 აგვისტო, 2021

თენგიზ არჩვაძე მთავარი სათქმელით

მსახიობი თენგიზ არჩვაძე მთავარი სათქმელით ათასობით გულშემატკივარს მიმართავს:

“ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა… ყველაფერი ჩემშია. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, ისევ ჩემს სულში დარჩებიან მარადიულად. მოწიწებასა და სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება. ჩუმად, ჩემთვის, ჩემის ძალითა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია.

ყველა ეს სიყვარული, როგორც ოქრომკედის ერთი დიდი და ლამაზი გორგალი ჩვენს ტაძრებში დევს. ყველა ტაძარი სასოების სახლია. ყველა ტაძარს, დიდსა თუ პატარას, ხიბლი აქვს. ძალიან მიყვარს სამების ტაძარი, სადაც ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა დაიწერეს ჯვარი. მე თავად სიონში ვარ მონათლული. მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ჩემი ბავშვობის ბევრი მოგონება მაკავშირებს.

სვეტიცხოველი ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშია, ტაძართა ტაძარი. არა მგონია, მისი მსგავსი რამ კვლავ ავაგოთ ქართველებმა.”