15 აგვისტო, 2021

შინდისის გმირების მონუმენტისთვის გამოყოფილი ფული გაქრა

2008 წლის აგვიტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მონუმენტისთვის გამოყოფილი მილიონნახევარი ლარი გაქრა.

ეკა ჩხეიძე, მსახიობი:

“შინდისის გმირების მონუმენტისთვის ეს ,,შედევრი” დაამტკიცეს. ზოგადად, ვერ ვიტან ძეგლებს, მე მაპატიოს კომპეტენტურმა კომისიამ.

გადაირიცხა კიდეც მილიონნახევარი ლარი, მაგრამ ახლა ამ თანხას ვეღარ პოულობენ – სადღაც გაიფლანგაო. ნეტა სად? მიმდინარეობს გამოძიებაო.”