ოშოს გენიალური წერილი

ოშოს გენიალური წერილიინდოელი სულიერი მასწავლებელი და ფილოსოფოსი ოშო თავისი გამონათქვამებით ათასობით ადამიანს აღაფრთოვანებს.

კითხვა, რომელიც პანდემიის დროს წლების წინ მოაზროვნეს დაუსვეს, დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ:

“,როგორ გავექცეთ ეპიდემიას?

– თქვენ არასწორად სვამთ კითხვას! – სწორი იქნება თუ იკითხავთ: – როგორ ავარიდოთ თავი პანდემიის შიშისგან სიკვდილს? იმიტომ, რომ ვირუსისგან თავის არიდება იოლია, მაგრამ ძალიან რთულია თავი აარიდო შიშს, რომელიც თქვენშია და მთელს მსოფლიოშია გამეფებული. ადამიანები შიშისგან უფრო მოკვდებიან, ვიდრე ეპიდემიისგან. ამქვეყნად შიშზე სასტიკი ვირუსი არაფერია. მას შეუძლია მოსიარულე მკვდრად გაქციოთ.

აქ ვირუსი არაფერ შუაშია! ის საშინელი ატმოსფერო, რაც გარშემო სუფევს კოლექტიური სიგიჟე უფროა, ვიდრე პანდემია. ის დროთა განმავლობაში აუცილებლად შესუსტდება. ასეთი რამ ათასჯერ მომხდარა და კიდევ იქნება…

როგორც წესი, ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შიშის კონტროლი, მაგრამ კოლექტიური პანიკის დროს, მათი ცნობიერება შეიძლება სულ აირიოს და შიშზე კონტროლიც დაიკარგოს. ამ დროს შიში გაგაკეთებინებს ყველაფერს, რაც უნდა….

უახლოეს მომავალში იმდენი რამე მოხდება… იყავით ყურადღებით!

ნუ უყურებთ ინფორმაციებს, რომლებიც შიშს ბადებს.

შეწყვიტეთ პანდემიაზე საუბარი და ერთიდაიგივეს გამეორება დაუსრულებლად – ეს თვითჰიპნოზია!

გახსოვდეთ, შიში – ესაა გარკვეული სახის თვითჰიპნოზი! როდესაც გაუთავებლად იმეორებთ ერთიდაიგივეს, ორგანიზმში ხდება ისეთი ტოქსიკური ქიმიური ცვლილებები, რომ შეიძლება გადაგიყოლით კიდეც.

ეპიდემიის დროს ენერგია მთელს მსოფლიოში არარაციონალური ხდება. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ დროს შეიძლება’საფრთხეში აღმოჩნდეთ.

მედიტაცია შეგძენთ დამცავ აურას, რომელშიც ვერ შეაღწევს ნეგატიური ენერგია. გახსოვდეთ, სანამ სიკვდილი არ დადგება, აზრი არ აქვს გეშინოდეთ იმის, რაც გარდაუვალია. შიში სისულელეა და დასტურია იმისა, რომ არასწორად იცხოვრეთ.

სიკვდილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის, ვინც სიცოცხლის თითოეული წამით ტკბება. ჩაუღრმავდით სიცოცხლის არსს და მივხდებით, რომ შიშს არაფერი შეუძლია და ის სიკვდილის წამალი არ არის. თუკი არ მოკვდები პანდემიის დროს, გარდაიცვლები სხვა დღეს და ეს დღე შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამიტომაც გახსოვდეთ – არ მისცეთ უფლება შიშს, ცხოვრება დაგინგრიოთ!”