9 აგვისტო, 2021

ნუცა შანშიაშვილის საუკეთესო გადაწყვეტილება

მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და ის ათასობით გულშემატკივარსაც გაუზიარა:

“ერთადერთი უზენაესი ძალის და შემქმნელის კანონი არის – სიყვარული!

სიყვარული! გლობალური, გამაერთიანებელი და, რაც მთავარია, ყოველივე სიბოროტეზე მაღლა მდგომი!

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადე შენს გულში ბრაზს აჯობოს სიყვარულმა, პატიებამ და შენდობამ!
სცადეთ!

ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავში სიბრაზის და გამწარების დროს აჯობოს განზრახ გადაწყვეტილებას, სამაგიეროს გადახდისა, სიკეთით, სიწყნარით, სიბრძნით და სიყვარულით, ის ადამიანი თავისუფლდება განსაცდელისაგან!

ეს არის უმაღლესი კანონი, რომელსაც თუ ოდნავ მაინც შეეცდებით შეასრულოთ, იგრძნობთ შვებას და სიმშვიდეს!

მე ვიქცევი ასე!”