ნოდარ დუმბაძის ძალიან კარგი ლექსი

ნოდარ დუმბაძის ძალიან კარგი ლექსიმწერალი ნოდარ დუმბაძე თავისი არაჩვეულებრივი რომანებით, მოთხრობებითა და საბავშვო ლექსებითაა ცნობილი, თუმცა მის შემოქმედებაში არის ლექსები, რომელიც მკითხველისთვის ნაკლებად არის ცნობილი:

“ბეთჰოვენი

ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავმუნჯდები,
ბეთჰოვენია…
ის მოჰყავს ჩემთან უცნობ გოგოს უცხო ალერსით,
მოჰყავს, რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს
და იმ საღამოს, ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს.”