19 აგვისტო, 2021

ლევან ალავერდაშვილის არაჩვეულებრივი ამბავი

პოეტ ლევან ალავერდაშვილის საოცარ ისტორიას მუსიკოსი და მომღერალი საბა საფარელი გვიზიარებს:

“პოეტი ლევან ალავერდაშვილი ყვავილების გამყიდველთან მისულა, ფული არ ჰქონდა და სთხოვა: მაჩუქეთ ფული არ მაქვს და ლექსს დაგიწერთ, შეყვარებულს უნდა შევხვდე, არ მინდა ვარდების გარეშე მისვლაო.
დიდი ხვეწნა-მუდარის მერე, გამყიდველი დათანხმდა და ლევანმა ასეთი საოცარი ლექსი დაუწერა:

“ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად…
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!”