კურორტი მენჯი – გაპარტახებული კულტურული მემკვიდრეობა

კურორტი მენჯი - გაპარტახებული კულტურული მემკვიდრეობასამეგრელოში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი სრულიად განადგურებული და გაპარტახებულია, თუმცა ძველი სილამაზე და დიდებულება მაინც შენარჩუნებული აქვს.

ლიკა ჭკუასელი:

“დღეს აქ ვიყავით და მარტო ამ ერთი სანატორიუმის ნახვა მოვასწარით. კიდევ არის სხვებიც.

ეს არის ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი, სამეგრელოში. 1938-ში დაიწყო მშენებლობა თუ არ ვცდები.

დაუჯერებელი სილამაზის ადგილია, დიდებული რასაც ქვია – არქიტექტურით, სასწაულმოქმედი თურმე სამკურნალო წყლით, ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის ისტორიით წარსულში.

ასევე წარსულში – მთელი წლის განმავლობაში აყვავებული სამკურნალო ტურიზმით და ირგვლივ დასახლებული, დასაქმებული ბედნიერი ადამიანებით.

ქვეყნის მასშტაბით ბევრი და მრავალფეროვნად საოცარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. თითოეულის ნახვის დროს: გაოცება. აღფრთოვანება. სევდა. ბრაზი. ამ ქვეყნის უფრო შეყვარება. უსაზღვრო პოტენციალის კიდევ ერთხელ გააზრება. ისევ ბრაზი. ბრაზი.

და შიში. ვინც იყიდის/ხელს მოკიდებს, როგორ გააკეთებს.”

კურორტი მენჯი - გაპარტახებული კულტურული მემკვიდრეობა

კურორტი მენჯი - გაპარტახებული კულტურული მემკვიდრეობა

კურორტი მენჯი - გაპარტახებული კულტურული მემკვიდრეობა