გოგლა ლეონიძის საოცარი ამბავი

გოგლა ლეონიძის საოცარი ამბავიმწერალი გოგლა ლეონიძე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ძლიერ საქართველოზე ოცნებობდა.

ბუბა კუდავა ჯიბო ლომაშვილის მოგონებას გვიზიარებს, რომელიც შემოქმედის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზეა:

„გიორგი ლეონიძის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მის სანახავად „ლეჩკომბინატში“ მივედით მე და არჩილ ხელაშვილი – პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

როცა პალატაში შევედით, იქ დაგვხვდა გოგლას მეუღლე, ქალბატონი ეფემია. გოგლას იმ დროს 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა, სპილენძის თუნგით წყალი ედგა თავთან. საუბარი არ გაგვიმართავს, რადგან ავადმყოფს საამისო ძალა არ ჰქონდა.

მე მივმართე: – ძია გოგლა, გულით რა გინდა-მეთქი. ვფიქრობდი, შეიძლებოდა ესურვა თიანეთის რაიონიდან ივრის კალმახი, ან ხინკალი – რაც მას უყვარდა.

მან კი ასე მომმართა:

– შენ რა, არ იცი, მე რა მინდა – საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მინდა!“