19 აგვისტო, 2021

გია მურღულია: “რას ნიშნავს იყო კარგი ქართველი?”

– რას ნიშნავს იყო კარგი ქართველი? – ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ფილოლოგი გია მურღულია სცემს:

“რას ნიშნავს იყო კარგი ქართველი? – ბავშვებისთვის და დიდებისთვის – რაც ერთ ჯერზე გაგახსენდება:

1. იყო, უბრალოდ, კეთილი ადამიანი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს;

2. გააკეთო ისეთი საქმეები, რომლებიც სასარგებლოა საზოგადოებისთვის;

3. არ მიითვისო ის, რაც არ გეკუთვნის;

4. არ იძალადო მიზეზით, ან უმიზეზოდ;

5. ყოველთვის უპირობოდ დადგე სამართლიანობის მხარეს;

6. დაიცვა საკუთარი სამშობლო და ადამიანური ღირსება – შიშმა არ დაგათმობინოს, რაც ძვირფასია.;

7. დაეხმარო ყველას – სადაც, როდესაც და რითაც შეგიძლია;

8. არ შებღალო სხვისი, ან საკუთარი თავისუფლება;

9. არ დააშორო ერთმანეთს კარგი სიტყვა და საქმე;

10. ესწრაფვოდე პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას;

11. ზრუნავდე საკუთარ ოჯახსა და ახლობლებზე;

12. პატივს სცემდე სიცოცხლეს და გახსოვდეს სიკვდილი.

შეიძლება სხვაგვარადაც გამოხატო, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს – არ არსებობს კაცობრიობის მიღმა მდგომი ქართველი.”