31 აგვისტო, 2021

ბულდოზერით მოთხრილი სამარხი სამთავროს მონასტერში

მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერში ბულდოზერით სამარხი მოანგრიეს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ამ ათი წლის უკან სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანმა ბულდოზერი მიაყენა ტაძრის დასავლეთით არსებულ მცირე ფერდობს, სადაც სასაფლაო იყო, მახსოვს რამდენიმე ძველი საფლავის ქვა (ალბათ ორი-სამი) და მოთხარა, რათა იქ საეკლესიო მაღაზია და მუზეუმი აეშენებენა. არც შესაბამისი ნებართვა აუღია უწყებებისგან, არც არქეოლოგები მიუწვევია, აი ასე გლიჯა ბულდოზერი და მოთხარა საქართველოს 17-საუკუნოვანი ქრისტიანობის მოწმე სამთავროს მიწა.

მერე, აკლდამა რომ გამოჩნდა და ბულდეზერმა კუთხე მოუნგრია, მაშინ კი ჩაერია სააგენტო და არქეოლოგები მიავლინა. მათ შეისწავლეს აკლდამა. ტერიტორიაზე სხვა კულტურული ფენებიც ამოვიდა. დედა ქეთევანმა კი ამის შემდეგ ბულდოზერით ბოლომდე დაანგრია აკლდამა და მაღაზია-მუზეუმიც ააშენა. ახლა რომ ვთქვა იღუმენია ქეთევანი ქაჯია და საფლავთმაოხრებელიო, მტყუანი ვიქნები?!

ფოტოები არქეოლოგ ქეთი დიღმელაშვილის გადაღებულია, რომელმაც შეისწავლა ბულდოზერით მონგრეული სამარხი.”