ბიბი კვაჭაძე: “მენანები კრეტინების ხელში”

ბიბი კვაჭაძე: "მენანები კრეტინების ხელში"მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე გულწრფელად და სამართლიანად წუხს საქართველოს უნიჭიერეს ხელოვანებზე:

“რაც შემიძლია მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ნეგატიური განწყობის პოსტები არ დავწერო, მაგრამ არც ისე გამოდის, როგორც მე მინდა და ამიტომ, დღეს მინდა ვთქვა – უამრავ მუსიკოსს ვიცნობთ საქართველოში, რომლებსაც საკუთარი საქმისადმი სიყვარულით არაფერი დაუზოგავთ მუსიკისთვის, ხშირად ოჯახის ინტერესებიც გვერდზე გადაუდიათ ხელოვნების გამო… თავდაუზოგავად შრომობენ, ვითარდებიან, წერენ, ასრულებენ, ღამეებს ათენებენ შრომაში და ქმნიან ინტელექტუალურ საკუთრებას…
მაგრამ ვისთვის?

ამ ქვეყანაში ხელოვანი კარგად, გემრიელად და სათანადოდ დაფასებული არასდროს ყოფილა და არც იქნება. გადავხედოთ ძველი თაობის უგენიალურეს ქართველ კომპოზიტორებს – რომელი იყო მილიონერი? არცერთი… და ვისზე ნაკლები კომპოზიტორები იყვნენ? (თუ მეტი არა)…

ამერიკაში დევიდ ფოსტერი ერთი სიმღერის დაწერაში $50-100,000-ს იღებს და მისი ქონება $150 მილიონს შეადგენს, მაგრამ ყველა ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების განმავლობაში აღებული ჯამური ჰონორარი ამ თანხას მაინც ვერასდროს მიწვდება, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ეპოქის მთავრობა ყოველთვის არაკომპეტენტური კვერცხებით იყო დაკომპლექტებული!

SUCK-ART-WELL-OH-ში არასდროს არ დაფასდება ხელოვანი ისე, რომ ხელოვანმა მხოლოდ ხელოვნებაზე იფიქროს და არა თავის გატანაზე და შვილების სიმწრით გამოკვებაზე…

ხოდა, შევარცხვინე თქვენი ფსევდო-დემოკრატია და თქვენს მიერ დანიშნული თქვენივე მაღალი ხელფასები! შევარცხვინე ქვეყნის გაურკვეველი მიმართულება და სტაგნაცია, ბრეჟნევის სუნი და სიყალბე! შევარცხვინე კულტურის სამინისტროდან გამოსული ხვრინვის ხმა, უუნარობა და დისონანსი!

გაიხსენეთ, ნიკა რურუას მინისტრობის დროს ახალგაზრდები მაინც მიდიოდნენ სასწავლებლად და ფინანსდებოდნენ ნიჭიერი მუსიკოსები. აქვე დავძენ – მიშისტობაში არ ჩამითვალოთ, რადგან მაგრად მკიდია მიშაც და ყველა პოლიტიკოსი, ახლანდელიც და მაშინდელიც! არავისტი ვარ! უბრალოდ, სიკეთე უნდა დაინახო და აღიარო თუ უმადური არ ხარ.

მოკლედ, ამ ქვე-ყანას კიდევ რამოდენიმე საუკუნე დასჭირდება ამერიკას მიუახლოვდეს “სისტემის აწყობაში” და ინტელექტუალური საკუთრების შეფასება-დაფასებაში.

SUCK-ART-WELL-OH მიყვარხარ და მენანები კრეტინების ხელში…”