1 აგვისტო, 2021

ბესიკ ხარანაულის, ვახტანგ ჯავახაძისა და გელა ჩარკვიანის პროტესტი

პოეტებმა ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ და მწერალმა გელა ჩარკვიანმა ლიტერატურული პრემია “ლიტერადან” საკუთარი წიგნები მოხსნეს:

“გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის.” – ნათქვამია გამომცემლობა “არტანუჯის” განცხადებაში.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ კი ასეთი განცხადება გაავრცელა:

“ჩვენი ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა!

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“, გურამ პეტრიაშვილი, „კაცი და მისი უცნაური პიანინო“.

წლის საუკეთესო რომანი: რატი მუჯირი, „მ@ილები ავღანეთზე“, ბექა ქურხული, „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, TORESA MOSSY, „ორდროშობანა“, საბა სავანელი, „ბინიტა. გზა უკაცრიელი“, ჯაბა ზარქუა, „ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი“, ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“, ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“, თეონა დოლენჯაშვილი, „ჩიტი არ გამოფრინდება“.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“, თემურ ელიავა, „საქანელა“, ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“, ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“, ბესიკ ხარანაული, „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“, ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“, ირმა შიოლაშვილი, „ოქტომბერი“, გიორგი შონია, „რობოტების ყვავილები“.

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა: ზვიად კვარაცხელია, „დარეკე! დაუბარე!“, ელიზბარ ელიზბარაშვილი, „ქიმიური რე-აქციები“, ვახტანგ ჯავახაძე, „გალაკტიონის გარეშე“, ციცი გაბესკირია, „ჰეი, თქვენ, დემოკრატებო!“, ბესიკ გვაზავა, „ბიზნესის ჰუმანიზაცია“.

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი: თეონა ჭანიშვილი, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, თეონა ჭანიშვილი, „ამბავი ლილე იროელისა“, თეონა ჭანიშვილი, „ცხოველების კარ-მიდამო“, თეონა ჭანიშვილი, „მანცხვარკარი“, თაკო ბაქრაძე, „კაცი და მისი უცნაური პიანინო“, თამაზ ჩხაიძე, „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“.
წლის საუკეთესო დებიუტი: ნინო სამყურაშვილი, „ჯავშანი“, ნანა აბულაძე, „აკუმი“, დავით ქაშიაშვილი, „მორნიბიე კაჰ“, ირინა ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“, მიშა ანდღულაძე, „ნადგომი წყალი“, თენგიზ პაჭკორია, „აჩქარებული პულსი“, თამარ არდიშვილი, „დიოფიტები“, თინა ჭილაძე, „თამაზთან და ოთართან ერთად, ელენე კვირკველია, „წყვეტა“, გუგა ჩხიკვაძე, „წითელი კლავიშები“, გიორგი აბდუშელიშვილი, „წმინდა ლახვარი“, საბა სავანელი, „კაცი წნეხის ქვეშ“, კოკა წულაია, „გლდანის ციხის დღიური“.