არ გაინტერესებთ, ვინ გამოუტანა განაჩენი ხელოვნების მუზეუმს?

არ გაინტერესებთ, ვინ გამოუტანა განაჩენი ხელოვნების მუზეუმს?ამ კითხვას ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი სვამს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის:

“1937 წელს ხალხის ბედს ეგრეთ წოდებული სამეული წყვეტდა. მათი გვარ-სახელები საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის დღემდე… შეგნებულმა საზოგადოებამ!

უბრალოდ, სტატუსი დამაგვიანდა, ამ კოვიდ კატასტროფის ფონზე! მაგრამ მაინც დავწერ!

არ გაინტერესებთ, ვინ გამოუტანა განაჩენი ხელოვნების მუზეუმს? ვინ არიან ის ჩათლახი ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დასკვნას, აღდგენას არ ექვემდებარებაო?!

მათ ვეკითხები – არ გრცხვენიათ?! ვინ ხართ, იქნებ საზოგადოებას ეჩვენოთ. თქვე უნამუსოებო!
ისევ ის ,,ტროიკა” ხართ, 37 წელში პიროვნებებს რო ხვრეტდა თქვენი განაჩენი!

ვითომ რატომ არ ექვემდარება აღდგენას, (ეს თქვენ გაწყობთ ასე, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით ყველაფრის აღდგენა შეიძლება!), სადაც მთელი თაობები გავიზარდეთ, სადაც ფეხებს ვიწმენდითთ, რომ იქ, ხელოვნების საუფლოში შევსულიყავით და ორიოდ საათი გაგვეტარებინა და დღეს აღარ არის რენტაბელური?
თბილისის სახე გაქვავებული, უსახური კორპუსები არ არის, თბილისის სახე ეს შენობებია თავისი შესანიშნავი, მყუდრო, დიდებული ექსტერიერ-ინტერიერით და ამას ანგრევთ? ეს უნდა დაგენგრიათ, საზოგადოებას რომ არ ამოეღო ხმა?

და რას აშენებთ სამაგიეროდ!?..
თანამედროვეს?
ამაზე შესანიშნავი შენობა რა უნდა აგეშენებინათ?
თუ ზე-ექსტრავაგანტურები და ზე-თანამედროვენი: ზაჰა ჰადიდი?, ფრენკ ლოიდ რაიტი?, ფრენკ გრეი? კორბუზიე? თუ მთლად – ანტონიო გაუდის ,,საგრადა ფამილია”ს აქოური ვარიანტი?????!!!!!……… …..(ძალიან ბევრი მრავალწერტილი)”