6 ივლისი, 2021

უზუსტესი მიხეილ ჯავახიშვილი

მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი თავისი უბის წიგნაკში საინტერესო ჩანაწერებს აკეთებდა.

“არტ ინფო” მცირე ამონარიდებს გთავაზობთ:

“ქრისტე რომ ჩამოვიდეს და ქართველებში დასახლდეს, მეორე დღესვე თავში ჩავუფაჩუნებთ, ან ხელს გადავხვევთ და ასე ავლაპარაკდებით: „ბიჭო, იესო, როგორა ხარ? რასა იქ შე ჩემო ნალავ? წამო ერთი ჩარექა დამალევინე“…

ჩვენ ქართველებს, ჩვენი ღმერთი გვყავს, რომელიც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს და სხვა ენა არ იცის.

თვითონ ღმერთსაც სჭირდება რეკლამა, ჩვენზე უფრო მეტიც, რადგან მისი არსებობაც საეჭვოა, ჩვენ კი უცილობელი ფაქტი ვართ.

ვინც მუდამ იხედება თავის სულში, ის მუდამ ხედავს მხეცს, ნანობს. და თვითონვე აკრავს თავის თავს ჯვარზე. სწუხს, იგლიჯება. (და ჯვარცმულია)”