ულამაზესი მიძღვნა ზურა ქაფიანიძეს

ულამაზესი მიძღვნა ზურა ქაფიანიძესმსახიობი ზურა ქაფიანიძე დღემდე ათასობით ადამიანს ახსოვს და უყვარს თავისი უკეთილშობილესი ადამიანობით.

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ხელოვანის ხსოვნას ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“ღიაა ზურაბ ბატონო
ჩემი მამულის ჭრილობა
ვერ გავუწიეთ ვერავინ
თავის საფერი შვილობა
შენც ჩამოგალხვეს დაგლიეს
არც შენ გაცალეს გმირობა
გავწირეთ თავის ქვეყნისთვის
ვინც ჩვენზე მეტად ცდილობდა
სატირალს მამულისასა
ჩვენზე უკეთა სტიროდა
იგლოვე ცაო იგლოვე
კარგი საყრდენი წაგექცა
მე რას მიყურებ წესად მაქვს
თვალები ცრემლით წამემცვრას
არ ჩაიწვება მზის სხივი
თალხი სამოსი არ მეცვას
იგლოვე ცაო, მამული
ოხრად რჩება და ტიალად
დამლია ამ წუთისოფლის
წაღმა-უკუღმა ტრიალმა
არცარა მთვარის ტრფობამ ჰქნა
არც ვარსკვლავების ტრფიალმა
ვერასდროს გამომაფხიზლა
ჯურხაის ხმალის ჟღრიალმა
მინელდა ბორგვა გმირების
ვარსკვლავებივით ჰქრებიან
მიდიან შენნაირები,
ჩემნაირები რჩებიან
ომის არ მოწადინენი
ფიქრებთან ბრძოლას ჩვეულნი
შენნაირები მცირენი
ჩამოფლეთილი სხეულით
ჩემნაირები ათასნი
საფლავში გამომწყვდეულნი
რა ვქნა? ეს კითხვა ტვინს მიმღვრევს
ამ კითხვისგან ვარ სნეული,
მეც იმათ ჯოგში ვითვლები
ვინც ვართ უმარიფათონი
მთას ვგავარ, ნისლით შებურვილს,
უმეტესწილად დათოვლილს
რამდენჯერ ლექსად ავასხი
ფიქრი სანთელზე ნაქსოვი
არა სძოვს ერის გონება
არც არავინ სჩანს გამგონი.”