ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა

ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნამწერალმა ტორესა მოსიმ პროტესტის ნიშნად თავისი წიგნი “ორდროშობანა” კონკურსიდან მოხსნა.

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” ორგანიზატორებმა რჩეული წიგნების გრძელი სია გამოაქვეყნეს. ამ სიაში ტორესა მოსის წიგნიც მოხვდა, თუმცა ავტორმა კონკურსიდან ნაწარმოების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო:

“გრძელ სიაში ჩემი “ორდროშობანაცაა”, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე, უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და, შესაბამისად, “ორდროშობანა” მოიხსნება “ლიტერადან”.

წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან.”