4 ივლისი, 2021

თემურ ყვითელაშვილის წარმატების ფორმულა

ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრების წარმატების ფორმულა მისივე ცხოვრების წესია:

“მუსიკა არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი ცხოვრებაა, ეს არის მაღალი ხელოვნება.

მართალი ვარ ჩემს თავთან, მთლიანად ვარ თემურ ყვითელაშვილი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

როგორც ვცხოვრობდი წლების წინ, ისე ვცხოვრობ დღესაც, ვგულისხმობ, ჩემს ცხოვრების წესს, ჩემს პრინციპებს, ჩემს პოზიციას, ჩემს გაგებას, ჩემს პუნქტუალობას – ეს არ შევცლილა.

მიყვარს მიღება, თან როცა ამას იღებ შენი შრომით, შენი ნიჭით, შენი სწორი ცხოვრებით. ხალხის სიყვარული მივიღე, ჩემი ჯილდოები მივიღე, ვამყაობ, რომ ვარ ღირსების ორდენის კავალერი, ახალციხის საპატიო მოქალაქე, არაერთხელ დავსახელდი საუკეთესო გიტარისტად, დაკრული მაქვს საუკეთესო დარბაზებში და მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო და ეს პატარა საქმეა?”