22 ივლისი, 2021

SOS! – ხელოვნების მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს – ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთ უნიკალურ შენობას თბილისში საფრთხე ემუქრება. კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ: “ლადო გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება, სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური.”

თამარა ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე:

“ამ შენობაზე კონსტრუქტორები შპს “კარიატიდა” წერს და შემდეგ კულტურის სამინისტრო თავის განცხადებაში იმეორებს “შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია”-ოოო!!!.
თუმცა “ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური”-ოოო!!!
არა – რენტაბელურიო. ხალხო, არა-რე-ნტა-ბელუ-რიო!!

კონსტრუქტორების ერთი ჯგუფის მოსაზრების გამო, რომელთაც 1830-იანი წლების, თითო-ოროლად შემორჩენილი უმნიშვნელოვანესი შენობის გამაგრება არარენტაბელურად მიაჩნიათ, უნდა დავანგრიოთ შენობა!!!
აბა რა, კიდევ მეტად გავაღარიბოთ, გა-ვა-ძვალ-ტყავოთ თბილისი, მალე, სულ მალე არაფერი დარჩება მისგან, ა რ ა ფ ე რ ი!!

მერე ირბინეთ ჩოხებით რუსთაველზე და დაიცავით ქართველობა!!!
დიდი ხანია ამ შენობას ბოლო მოუღეს დასცეს რა მინის ცუნამი თავზე!
თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი!
ჩვენი კონსტრუქტორები და საჯარო მოხელეები რომ მიუშვა, ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ არც რომში, არც ლონდონში და არც პარიზში!
მათი მოსაზრებით, არც კოლიზეუმის გამაგრება-შენარჩუნება და არც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა არ იქნებოდა რენტაბელური!
რენტაბელურია კორპუსი და შოფინგ მოლი!

მოკლედ კი, ჩვენ ვართ ქვყანა, რომელსაც იმის ტრაკიც კი არა აქვს, რომ უდიდესი ისტორიის მქონე სახელწიფო მუზეუმის შენობის აღდგენაზე არ დავწეროთ – ფული არ გვაქვს, იაფში რაც გამოვა ის გაგვიკეთეთოოო!! ხოდა, ტრაკი რომ არ გვაქვს, იმიტომაც დავსდევთ და ვღელავთ სხვის ტრაკებზე, აი, მაგიტომ!”

ეკა კიკნაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველი:

“ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა – ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი უადრესი ნიმუში თბილისში – აგებულია 1838 წელს და ის თბილისის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია.

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტში, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემუშავდა, შენობა განხილულია მუზეუმის კოლექციებთან გათანაბრებულ ფასეულობად და მასზეა მორგებული განახლებული მუზეუმის კონცეფცია. ამავე დროს, ხელოვნების მუზეუმი არის ,,მუზეუმების ქუჩის“ კონცეფციის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მოგვიანებით, შალვა ამირანაშვილის განუხორციელებელი გეგმა იყო და რომელიც დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია. მით უფრო, იმ სახეცვლილებების ფონზე, რაც ბოლო წლებში მუზეუმის მიმდებარე არემ განიცადა.

იმედს ვიტოვებ, რომ გაჟღერებული მოსაზრება ,,მუზეუმისთვის ახალი შენობა გამოიძებნება, რადგან შენობის აღდგენა არარენტაბელურია“ არის წინასწარული და მას რეალობასთან კავშირი არ ექნება. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლთან მიმართებაში „რენტაბელურობაზე“ არ მსჯელობენ.”

სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე:

“ხელოვნების მუზეუმს ანგრევს სამინისტრო არარენტაბელურობის გამო. დასკვნას კი რამდენიმე თვეა გულმოდგინედ ამზადებენ. ახლა კი ყველას თვალწინ გაიხსნა წულუკიანის მინისტრობის მთელი კონცეპტუალური კვანძი და ამ კონცეფციის ბანალური, ვერაგი და ვულგარული სახე. მძიმე მოსასმენი ინფორმაცია კი არის, მაგრამ ეს სიცხადე მაინც შესანიშნავია.

P.S. არა,ჩვენ ჩუმად ვიყოთ, ეგებ კონკურსში გავიმარჯვოთ, ცოტა ფული გვიწილადონ. მერე მადლობები ვწეროთ. ფული, რომელიც ისედაც იყო და არის ჩვენი.”