29 ივლისი, 2021

შესანიშნავი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

ხელოვნების სასახლემ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ქართველი ხელოვანის ზურაბ გოგორიკიძისაგან.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ხელოვნების სასახლემ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო შესანიშნავი ქართველი ხელოვანისაგან ზურაბ გოგორიკიძისაგან.

ეს არის მე-18 საუკუნის ფრანგული აბრეშუმის კომზოლი: ულამაზესი ნაქარგობით და ვერცხლმკედით, ეს ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ დიდებულ მუზეუმს დაამშვენებდა!

ზურას მინდა ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა, ასეთი ნდობისთვის და სიყვარულისათვის, დღევანდელ დღეს, როცა ჩვენი ყოველდღიურობა წალეკა სიძულვილმა, დაპირისპირებამ, ზურასნაირი ადამიანების ქმედება ორმაგად სამაგალითოა. მადლობა სამშობლოს ასეთი სიყვარულისათვის.”