13 ივლისი, 2021

ნინო სურგულაძის ულამაზესი მიძღვნა

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას:

“ლექსო ლაშქარავა ერთხელ გადამღებ ჯგუფს მოჰყვა ჩემთან სახლში, ასევე სხვა გადაღებებზეც ფონდთან დაკავშირებით შევხვედრილვართ…თავი დამამახსოვრა თავისი გამორჩეული პროფესიონალიზმით, თავმდაბლიბით და კეთილგანწყობით.

გული ჩამწყდა მისი გარდაცვალებით…ნათელში იყოს მისი უკვდავი სული. ეს სიმღერა ლექსო ლაშქრავას ხსოვნას მინდა მივუძღვნა.”