26 ივლისი, 2021

მეფე გიორგი XI-ს უნიკალური ოქროს ჯვარი

იცოდით, რომ მეფე გიორგი XI-ს უნიკალური ოქროს ჯვარი ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაშია დაცული?

საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბრიტანეთის მუზეუმის საერთაშორისო მიმართულების დირექტორთან ნადია რეისთან. მუზეუმში ვიზიტისას ელჩმა დაათვალიერა მეფე გიორგი XI-ს უნიკალური ოქროს ჯვარი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში ინახება.

საქართველოს ელჩის ინიციატივით დაწყებულია მუშაობა ბრიტანეთის მუზეუმთან მეფე გიორგი XI-ს (გვიანი მე-17 საუკუნე) ოქროს ჯვრის ექსპოზიციის მიზნით. აღნიშნული ჯვარი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშს, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისიდან ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.