23 ივლისი, 2021

ილოცეთ ლია სალაყაიასთვის

ლია სალაყაია წლებია ქართულ საეკლესიო გალობას მომავალ თაობებს ასწავლის. დღეს მის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი დგას – ხელოვანს კოვიდი დაუდასტურდა და ლევან რატიანის საავადმყოფოში წევს.

ინფორმაციას კობა სუბელიანი ავრცელებს:

“ქალბატონი ლია სალაყაია კოვიდის დიაგნოზით დაუწვენიათ რატიანის საავადმყოფოში. ჩემი და ჩემი დის გალობის მასწავლებელი ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან.

და არა მარტო ჩვენი. პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში.

მის ხელში გავიზარდეთ ბავშვები. დები მამულაშვილები, პალიკო და მარი შავიძეები, ძმები აბაიშვილები. რა ჩამოთვლის ყველას, რამდენი თაობა გაზარდა.

ღმერთო გადაარჩინე.

ილოცეთ მისთვის და გასაჭირში მყოფი ყველა ადამიანისთვის.”