14 ივლისი, 2021

გალაკტიონ ტაბიძე ვაჟა ფშაველაზე

გენიოსი გალაკტიონ ტაბიძე გენიალურ ვაჟა ფშაველას თავის უბნის წიგნაკში მოკლედ, მაგრამ ყველაზე ზუსტად ახასიათებდა:

“არავის არ შეეძლო ლიტერატურულ მასწავლებელთა პატივისცემა და მათი შეყვარება ისე, როგორც ვაჟას: ის ყოველთვის მზად იყო, მუხლი მოეყარა მათ წინ, მაგრამ არა როგორც მონას. ის ხომ თვითონ მეფე იყო, ჰქონდა თავისი სამეფო და ჰყავდა თავისი ხალხი, ოქროს სჭრიდა საკუთარი შტამპით.

ყველასათვის ცნობილია აკაკისა და ვაჟას ერთმანეთში დამოკიდებულება. აკაკის არაფერი არ სწამდა ვაჟა-ფშაველასი და გაკვირვებას ეძლეოდა, როდესაც ხედავდა ვაჟა-ფშაველას ტრიუმფს. სამაგიეროდ, ვაჟა მუხლს იყრიდა აკაკის წინ და სრულიად არ აწუხებდა მას აკაკის შეხედულება. ასეთია დიდბუნებოვან ხალხთა ცხოვრება.”