დიდებული ამბავი ზვიად გამსახურდიაზე

დიდებული ამბავი ზვიად გამსახურდიაზეზვიად გამსახურდიაზე დიდებულ ამბავს მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს:

“დიდებული ამბავია – ოზურგეთის თეატრალურ მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.

2004 წელს ოზურგეთში რომ ჩავედი, მაშინ საარჩევნო კამპანია იყო, საოცარი შეხვედრა იყო ოზურგეთში. სიტყვები აღარ მყოფნიდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, აღარ ვიცოდი როგორ მოვფერებოდი ამ უძვირფასეს ადამიანებს. სამეგრელოს და რუსთავის შემდეგ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია 1992 წლის “შავბნელი” 6 იანვრის ბლოკადის გარღვევისკენ.

ვიყავი მოწმე,
გურიაში ვნახე პირადად,
ჩემს ტარიელთან,
ჩემს გივისთან,
ჩემს ამირანთან,
ვეებერთელა ჟღალი ყანწი რომ დაყირავდა, –
ფეხზე წამოხტა
რანაირად
სისხლი ფირალთა.
ვიყავი მოწმე,
გურიაში ვნახე პირადად,
ანასეულში,
ცხავათაზე,
ნასაკირალთან,
თავშეკავებას,
ღამის წყვდიადს,
როგორც სინათლე,
ენარცხებოდა
გააფთრებით
სისხლი ფირალთა.
(მუხრან მაჭავარიანი)

“ფირალი” ამ შემთხვევაში სამართლიანობაა! მას ვერავინ გააჩერებს! გაგიმარჯოთ, ჩემო გურულებო!”